logo_geo
აჩი ფურცელაძე: აფეთქდა საზოგადოება, ბევრი ელოდა, რომ ვინმეს გავცემდი პასუხს, მაგრამ...
- +

10 აპრილი. 2020. 20:58

 

 

მომღერალი აჩი ფურცელაძე საზოგადოებას ახალ კლიპთან დაკავშირებით მიმართავს და აღნიშნავსნ რომ კრიტიკა და ჯანსაღი იუმორი ზომიერების ფარგლებში მისთვისაც მისაღებია.

ფურცელაძე მის ფეისბუქ გვერდზე იმ სახალისო ფოტოებს აქვეყნებს, სადაც თავად არის გაშარჟებული.

 

„ბევრი ელოდა, რომ ამ ფორმატით ვინმეს გავცემდი პასუხს... მაგრამ არა... უბრალოდ დარჩით სახლში, დარჩით ჩემს გვერდზე და ჩაჰყევით ჩემს პოსტებს, რათა გაიხალისოთ განწყობა.“- აცხადებს ფურცელაძე ვიდეომიმართვაში. 

 

„მადლიერი ღიმილი ვარიგოთ გზად, აი ეს სიტყვები ჟღერს ჩემს პატარა სოლოში. ეს სიტყვები ბევრმა ვერ გაიგო.

სიმღერა, რომელსაც რაღა თქმა უნდა, მოჰყვა ვიდეო -როლიკი, ანუ კლიპი და ამას ყველაფერს მოჰყვა პოლემიკა. აფეთქდა საზოგადოება. ბევრი ელოდა, რომ ამ ფორმატით ვინმეს გავცემდი პასუხს... მაგრამ არა... უბრალოდ დარჩით სახლში, ჩემს გვერდზე და ჩაჰყევით ჩემს პოსტებს, რათა გაიხალისოთ განწყობა.

ისიამოვნეთ, იცინეთ და გამოიტანთ აზრს ჩემი გვერდიდან. ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ, ეს არის მთავარი. მოდით ოჯახის წევრებს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს ნუ შევეხებით, რადგან შემდეგ ყველა ჩვენთაგანი ხდება არაადეკვატური. “- აღნიშნავს მომღერალი.

 

გუშინ ქართველი ესტრადის მომღერლების შემადგენობით მუსიკალური კლიპი გავრცელდა, რაც საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.

 

 

 

big_banner
არქივი