logo_geo
კომენდანტის საათის გამო მამა კლინიკაში მყოფი შვილის შინ დაბრუნებას ვერ ახერხებდა – ადგილზე პატრული გამოიძახეს
- +

11 აპრილი. 2020. 03:12

 

 

9 აპრილს თემქაზე მდებარე „პრივატ კლინიკაში“ საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. 112-ში შესული შეტყობინების მიხედვით, მცირეწლოვან ბავშვს თამაშის დროს თითი დაუზიანდა, რის გამოც ის კლინიკაში წაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

 

 

თუმცა კომენდანტის სააათმა მოუსწროთ, რის გამოც მამა მცირეწლოვანი ბავშვის შინ დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

 

 

ბავშვის მამა ყვება, რომ ვიდრე ექიმებმა პატარა ლაზარეს დახმარება აღმოუჩინეს და თაბაშირი დაადეს, ამასობაში კომენდანტის საათიც დაიწყო, ამიტომ, შინ დასაბრუნებლად 112-ს მიმართა.

 

 

გიორგი ყურაშვილი, ლაზარეს მამა: „კლინიკიდან რომ გამოვდიოდით, უკვე კომენდანტის საათი დამდგარი იყო. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი და დავრეკე 112-ში.

 

 

ძალიან მალე პატრულიც მოვიდა და დახმარება შემოგვთავაზა. ლაზარეს თითი კი ტკიოდა, მაგრამ პატრულის მაქნანაში რომ ჩაჯდა და ნამდვილი პოლიციელები გაიცნო, ისეთი აჟიტირებული იყო, ემოციებს ვერც მალავდა.

 

 

მოგვიანებით მადლობაც მივწერეთ პატრულის ეკიპაჟის წევრებს, ძალიან ყურადღებიანები იყვნენ და ჩვენც ძალიან მადლობელი ვართ“.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი