logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება და მისი ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უძღვება ამ საქმეს
- +

11 აპრილი. 2020. 18:51

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა POSTV-ის ეთერში მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ.

 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, პრემიერ-მინისტრს, საკოორდინაციო საბჭოს, პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის ხელმძღვანელობას, ზოგადად, ყველა უწყებას, ჩართულს ამ პროცესებში, ჯანდაცვის სამინისტროს, პოლიციას - ჩვენი საამაყო პოლიციელები არიან ჩართულნი, მათთან კოორდინაციაში მოქმედებს ჩვენი ჯარი. აქაც გამოჩნდა, რომ უწყებებს შორის კოორდინაცია არის ძალიან გამართული, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ, ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება და  მისი ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უძღვება ამ საქმეს. ასევე ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს, თბილისის მერიას რეგიონების ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, რომ ამ გამოწვევას ჩვენ ღირსეულად დავძლევთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

 

 

big_banner
არქივი