logo_geo
ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილი მიიღებს
- +

16 აპრილი. 2020. 01:55

 

 

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1500-მდე დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი 141 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება, სააგენტოში არსებულმა კომისიამ მარტისა და აპრილის თვეებში გამართულ სხდომებზე მიიღო.

 

ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა. კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამებოდა დააკმაყოფილა.

 

ამასთან, სააგენტოს მიერ ქირით უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახებს, რომლებიც დამატებით მოკვლევას საჭიროებდნენ, დაფინანსება ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელდებათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი