logo_geo
მარინა ეზუგბაია: ერთი პაციენტი დაგვემატა, რომელიც ექვსი წლის ბავშვია
- +

17 აპრილი. 2020. 21:07

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში გუშინ ერთი პაციენტი დაემატათ, რომელიც ექვსი წლის ბავშვია.

 

 

ჩვენთან დადასტურებული არის 39 პაციენტი, გუშინ 38 იყო და გვიან ღამით შემოგვემატა ერთი პაციენტი, ისიც ექვსი წლის ბავშვი, ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში ექვსი ბავშვია, ექვსი მოზარდი მკურნალობს. მათი მდგომარეობა არ არის რთული. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ალბათ, გამოჯანმრთელების მხრივ პრობლემები არ გვექნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის წყაროა. ერთ-ერთი ოჯახის წევრის ბავშვი შემოგვემატა გუშინ ღამე და ის გახდა მეექვსე ბავშვია ქობულეთის წყაროდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

 

big_banner
არქივი