logo_geo
მარინა ენდელაძე: დავიცვათ რეკომენდაციები, რომ ისევ არ წამოვიდეს ახალი ტალღა
- +

20 აპრილი. 2020. 21:57

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეკითხვებს ინფექციონისტი მარინა ენდელაძე პასუხობდა. სადაც თქვა, რო ამ დღეებში ქვეყანაში გატარებული ზომების შედეგად, დაინფიცირებულების დიდი მატება არ არის. თუმცა ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს.

 

"მიღებულმა ღონისძიებებმა ნამდვილად გამოიღო შედეგი,თორემ ახლა მართლა სერიოზული პიკი გვექნებოდა. ასევე მოსახლეობაც ძალიან შეგნებულად მიუდგა ამ საკითხს და უმეტესობა მართლა დარჩა სახლში და სწორედ ეს არის, რომ ეს ორი-სამი დღეა არ არის დიდი მატება. თუ არ იქნებოდა ყველ რეკომენდაცია დაცული რათქმაუნდა დაიწყებოდა პიკის მონაცემები " - მარინა ენდელაძე

 

მისივე თქმით, პიკის განსაზღვრა ძალიან რთულია და ის მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

 

"დავიცვათ რეკომენდაციები, რომ ისევ არ წამოვიდეს ახალი ტალღა და ისევ არ მოგვიწიოს ასეთ რეჟიმში ცხოვრება. ეს არ არის ნორმალური მოცემულობა, მაგრამ რა ვქნათ, მთელი მსოფლიო ასეა“ - მარინა ენდელაძე.

 

 

big_banner
არქივი