logo_geo
მოქალაქე: ჩვენი უბნის საყვარელო ბებო დღეს პატრულმა მოგვიყვანა სახლში…
- +

22 აპრილი. 2020. 14:24

 

 

თბილისში მცხოვრები მოხუცი ქალი, რომელიც საავტომობილო მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ქუჩაში გადაადგილდებოდა შინ პატრულმა მიიყვანა.

 

 

მოხუცის მეზობელმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს , როგორ გადმოჰყავთ ასაკოვანი ქალბატონი პატრულის მანქანიდან.

 

 

პატრულ ინსპექტორი მას პირბადეს აძლევს და სახლამდე აცილებს.

 

 

„აი ასე… ჩვენი უბნის საყვარელო ბებო დღეს პატრულმა მოგვიყვანა სახლში… გარეთ გასულა, სახლიდან საკმაოდ მოშორებით. დაღლილი სკვერში ჩამომჯდარა. პატრულს შეუნიშნავს, მანქანაში ჩაისვეს და სახლში მოიყვანეს. პირაბდეც მისცეს. ნამდვილად მადლობას იმსახურებს პოლიცია ასეთი თანადგომისთვის და ადამიანობისთვის. გიგზავნით ვიდეოს და თუ საჭიროდ ჩათვლით გამოაქვეყნეთ“, – გვწერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი