logo_geo
ერთ წელში 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა – კიბოს საგანგაშო მონაცემები
- +

22 აპრილი. 2020. 17:01

 

 

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) შეფასებით 2018 წელს გლობალურად კიბოს 18,1 მილიონი ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 9,6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

ეს გახლავთ მსოფლიო მასშტაბის ბოლო კვლევა კიბოს პოპულაციის შესახებ. მონაცემები იმაზე მეტად საგანგაშოა, ვიდრე დღეს, კორონავირუსისგან მომდინარე საფრთხე.

 

 

ამ კვლევით ირკვევა, რომ:

 

 

მსოფლიოში ყოველი ხუთი მამაკაციდან ერთს და ექვსი ქალიდან ერთს სიცოცხლეში ოდესმე უვლინდება ონკოლოგიური დაავადება, ხოლო 8 მამაკაციდან ერთი და 11 ქალიდან ერთი კვდება სწორედ ამ დაავადებებით.

 

 

2018 წელს ფილტვის, ძუძუს და კოლორექტული კიბო სამი ყველაზე მაღალი ინციდენტობის მქონე ონკოლოგიური დაავადება იყო გლობალურად – 2018 წელს ფილტვის კიბოს 2.1 მილიონი, ძუძუს კიბოს (ქალებში) ასევე 2.1 მილიონი,

 

 

ერთი წლის განმავლობაში მსხვილი ნაწლავის კიბოს 1.8 მილიონი, პროსტატის კიბოს 1.3 მილიონი და კუჭის კიბოს ერთი მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

სიკვდილიანობის მიხედვით, 2018 წელს ლიდერობდა ფილტვის კიბო (სიკვდილიანობის 1.8 მილიონი შემთხვევა), რომელსაც მოსდევდა კოლორექტული (სიკვდილიანობის 881 000 შემთხვევა), კუჭის (სიკვდილიანობის 783 000 შემთხვევა), ღვიძლის (სიკვდილიანობის 782 000 შემთხვევა) და ძუძუს კიბო (სიკვდილიანობის 627 000 შემთხვევა).

 

 

არსებული პროგნოზებით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 70%-ით გაიზრდება.

 

 

კიბოთი გარდაცვალების შემთხვევათა 70% დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში აღირიცხება.

 

 

შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში კიბოთი გამოწვეული სიკვდილი განპირობებულია რისკის ხუთი ძირითადი ფაქტორით, რაც ქცევას და კვებით რაციონს უკავშირდება:

 

 

სხეულის მასის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი.

 

 

ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დაბალი დონე.

 

 

დაბალი ფიზიკური აქტივობა.

 

 

ალკოჰოლის მოხმარება.

 

 

თამბაქოს მოხმარება.

 

 

 

თამბაქოს მოხმარება რისკ-ფაქტორებს შორის უმნიშვნელოვანესია – არსებული შეფასებით, მასზე კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების 22% მოდის.

 

 

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში კიბოს ახალი შემთხვევების 25% განპირობებულია ინფექციური აგენტებით, რომელთა შორის უმთავრესია ჰეპატიტი B და C-ს ვირუსები, ადამიანის პაპილომა ვირუსი და helicobacer pylori.

 

 

აღსანიშნავია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების მხოლოდ ერთ მეხუთედს გააჩნია მონაცემები ონკოლოგიურ დაავადებათა სფეროში პოლიტიკის შესამუშავებლად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი