logo_geo
დათო კიკალიშვილი ავსტრიაში თვითიზოლაციაშია
- +

29 აპრილი. 2020. 12:27

 

„რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი, „კურიერი პ.ს.”-ის წამყვანი, დათო კიკალიშვილი წლებია, ავსტრიაში ცხოვრობს.

 

 

კიკალიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა რა ვითარებაა ავსტრიაში კორონავირუსის თვალსაზრისით.

 

 

როგორც კიკალიშვილი ამბობს, იტალიაში პირველი ეპიდაფეთქების ქალაქი იმ ქალაქისგან, სადაც ის ცხოვრობს, სამი საათის სავალზეა, ამიტომაც თავიდანვე საკმაოდ სერიოზული ზომები მიიღო ხელისუფლებამ და დაბებს შორისაც კი ჩადგა ბლოკ-პოსტები ვირუსის გავრცელების ასარიდებლად.

 

 

ჟურნალისტის თქმით, ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქში იტალიიდან დაბრუნებულმა ბარმენმა სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 3000 ადამიანი დააინფიცირა…

 

 

როგორც კიკალიშვილმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ესტუმრა უამრავ გადაცემას, ასევე ატარებდა პრესკონფერენციებს და ძალიან კონტაქტური იყო მოსახლეობასთან.

 

 

ხალხისთვის გამოიყო უზარმაზარი ფინანსური რესურსი, რომ მათ ულუკმაპუროდ დარჩენის შიში არ ჰქონოდათ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი