ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით უკვე 58 356 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 მილიონს გადააჭარბა.
CNN-ის ცნობით, სამ თვეში აშშ-ში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს, რომელიც 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
ვიეტნმთან ომის დროს საერთო ჯამში 52 220 ამერიკელი დაიღუპა.
აშშ-ში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი 2020 წლის 6 თებერვალს დაფიქსირდა. ამის თვის თავზე კი ფატალობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა,
სპეციალისტები ინფიცირების და გატრდაცვლილთა რაოდენობის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან, ამიტომაც მოსახლეობას მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
ფოტო: John Olson/The LIFE