რუსთავში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას მოითხოვენ, რათა პროდუქტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცეთ. მათი თქმით, თუ ორ დღეში ვერ მიიღებენ შესაბამის ლიცენზიას, 2 დღის შემდეგ რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აღნიშნულ ბაზარში, დაახლოებით, 300 ადამიანია დასაქმებული.