logo_geo
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა
- +

11 აპრილი. 2024. 10:20

 

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს რიხარდ ბოკს და საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველს კიმ ბრისევაკს უმასპინძლა. სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსებს მიულოცეს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება და აღნიშნეს, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სანოტარო სერვისების განვითარებაში.

 

ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან იმსჯელეს გერმანიის ნოტარიუსთა ინსტიტუტის, ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების კრიტერიუმების, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

კიმ ბრისევაკმა ნოტარიუსთა ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტის შექმნა ხელს შეუწყობს სანოტარო პრაქტიკის უნიფიკაციას და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებას. რიხარდ ბოკმა კი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ასპექტების შესახებ ქართველ ნოტარიუსებს გერმანიის გამოცდილება გაუზიარა.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და ნოტარიუსები.

 

big_banner
არქივი