logo_geo
ლევან ჯაფარიძე: მადლობა ექიმებს, პოლიციელებს, თავდაცვის სამინისტროს, „თბილსერვისის“ თანამშრომლებს, რომლებიც ქარსა და წვიმაში შრომობდნენ
- +

15 მაისი. 2020. 19:32

 

 

თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ჯაფარიძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პანდემიის პირობებში დაუღალავად განაგრძობს ხალხის სამსახურს.

 

 

 

მინდა, ყველა იმ ადამიანს, ჩვენს ექიმებს, პოლიციელებს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რაც ამ პანდემიის დროს იშრომეს ჩვენი გულისთვის. განსაკუთრებით მინდა მადლობა ვუთხრა თბილისის მერიის თანამშრომლებს, „თბილსერვისის“ თანამშრომლებს, რომლებიც ქარსა და წვიმაში, დაუღალავად, ღამით  შრომობდნენ იმისთვის, რომ ქალაქი დაეხაზათ, ქალაქი დაესუფთავებინათ, დეზინფექცია მოეხდინათ...  და ყველა ამ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო. ოპოზიციას მინდა მივმართო, თორემ „ქართული ოცნება“ შემომიერთდება, მინდა, ფეხზე წამოვდგეთ და ამ ადამიანებს მადლობის ტაშით შევეგებოთ“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.  

 

 

 

big_banner
არქივი