„#ბერა #არაჩანაწერებს #არაზონდერჟურნალისტიკას #მეუარესგიზამთ”-ასე გამოეხმაურა პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ფარულ აუდიოჩანაწერებზე ბერა ივანიშვილის ინტერვიუს.
მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც აუცილებლად მოსთხოვს.
„მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი – თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ყველაზე ღირებულია, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“,- განაცხადა ბერა ივანიშვილმა.