ჯერჯერობით უცნობია, გაიკეთებს თუ არა პატრიარქი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, თუმცა, მისი მკურნალი ექიმი ცისანა შარტავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვაქცინაციის მოლოდინშია.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გამიკეთებია, თუმცა დარეგისტრირებული ვარ“, – გვითხრა შარტავამ.
რამდენიმე თვის წინ „პრაიმტაიმი“ პატრიარქის მეორე ექიმს, შალვა პეტრიაშვილს ესაუბრა. როგორც მან გვითხრა, „რაც პროგრესული და ნორმალურია, პატრიარქი ყველაფერზე თანახმაა ხოლმე“, შესაბამისად, ვარაუდობდა, რომ უწმინდესი ვაქცინაციის მზაობას გამოხატავდა.