„შევიგრძნოთ განუმეორებელი ვნების კვირის სიმშვიდე და სიდიადე, მძიმე ფიქრები პოზიტივით შევცვალოთ“, - წერს ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა ვნების კვირა და დღესაც ეს განწყობა მაქვს. მთელი წელი მოუთენლად ველოდები, ხეები, ბაღ-ვენახები, მინდვრები სიმწვანეშია, ნაირფერი ყვავილებითაა მორთული საქართველო, დილით ისმის ფრინველთა გალობა. პანდემიის მიუხედავად ეს განწყობა არ იცვლება...
წამით დავფიქრდეთ, შევიგრძნოთ განუმეორებელი ვნების კვირის სიმშვიდე და სიდიადე, მძიმე ფიქრები პოზიტივით შევცვალოთ“, - წერს ვარდოსანიძე.