პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვყენებს:
„ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ძვირფასი მეგობარი, ქართველოლოგი, უკვე ოქროს საწმისის ორდენის კავალერი ბერნარ უტიე გვეწვია. მან ბრწყინვალე საჩუქარიც მოგვიტანა: კალისტრატე სალიას ალბომი და ფოტოები. კალისტრატე სალიას და მისი მეუღლის - ნინოს ფოტოების გარდა აქ არის სხვა ცნობილ პირთა ფოტოებიც. აღნიშნული კოლექცია ავსებს ბატონი ბერნარის მიერ გადმოცემული სალიების ფოტოალბომების კოლექციას. აქ არის ბატონ ბერნართან მოხვედრილი სხვა ქართველოლოგთა ფოტომასალაც. შევთანხმდით , რომ ეს კოლექცია საფუძველს დაუდებს ბატონი ბერნარის პირად არქივ-ბიბლიოთეკას, რომელიც შემდგომ გაფართოვდება.“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.