რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არ შეშინდეთ! ვიღაც ვერაგმა (მყავს ასეთები - როგორც ყველას) იხელთა დრო და გადამიღო! არავის არ ვემუქრებოდი, რეპეტიციაზე ვასწავლიდი მსახიობს, როგორ უნდა ეჭიროს თოფი! - მეცინება: რა თავხედი ვარ, თოფი ხელში არ მჭერია და სხვებს ვასწავლი?!
გადამიღო და გამომიგზავნა! მადლობა!
ვიცი, ვიღაცა შუბლს გამიხვრიტავს! ბარაქალა შენ, ძმაო!
ოღონდ არ დააგვიანო და კარგად დამიმიზნე! აბა, ჰე!“ - წერს რობერტ სტურუა.