ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ თურქეთში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ერთ-ერთი საკითხი თურქული მედიკამენტის ბაზრის გახსნა იყო.
„ამ ბაზრის გახსნით ჩვენ ვხედავთ, რომ ათეულობით თურქულ მედიკამენტზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენი ოპონენტები დასაწყისში ამბობდნენ, თითქოს თურქეთში წარმოებული მედიკამენტები არ არის ხარისხიანი. დარწმუნებული იყავით, რომ ეს ასე არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თურქეთში გაცილებით მკაცრი რეგულაციები აქვთ, ვიდრე საქართველოში და იქ ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტები იწარმოება.