logo_geo
ნინო თანდილაშვილი: ჩვენი გეოლოგები 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებიდან შემოსული ყველა მომართვა უმოკლეს ვადებში განვიხილოთ
- +

10 თებერვალი. 2024. 23:51

 

 

დღეის მდგომარეობით, გეოლოგების რვა ჯგუფო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არის გაშლილი. ყველგან ხდება ადგილზე შესწავლები და ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ორასამდე ოჯახია ამ დროისთვის, ბოლო სამ დღეში, შემოწმებული და აქედან ასამდე ოჯახზე არის გაცემული რეკომენდაცია, რომ მოხდეს ტერიტორიიდან მათი გაყვანა უსაფრთხო ადგილზე იმისთვის, რომ ჩვენ თავი დავიზღვიოთ, პრევენციული ზომები გავატაროთ და შემდგომში სტიქიური პროცესების განვითარებამ ამ ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნას. ეს პროცესები გრძელდება, რა თქმა უნდა. ჩვენი გეოლოგები 24 საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებიდან შემოსული ყველა მომართვა უმოკლეს ვადებში განვიხილოთ და პრევენციული ზომები გავატაროთ. ხარაგაულის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, სოფლის თავზე ფაქტობრივად და ჩვენ მყისიერად გავეცით რეკომენდაცია, რომ გაწმენდილიყო ის ტერიტორია იმისთვის, რომ შემდეგში სტიქიური მოვლენის პრევენცია მოგვეხდინა და სოფელში არ განვითარებულიყო რაიმე მასშტაბური მოვლენა. ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ და ჩვენ ამაზე ხშირად არ ვსაუბრობთ და ეს ყველაფერი მოქალაქეებამდე ნაკლებად აღწევს, მაგრამ ჩვენი სპეციალისტები, სხვა საგანგებო სამსახურებთან ერთად, ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ“, - აღნიშნა თანდილაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი