logo_geo
რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი ტურიზმიდან და 7.1 მილიონი საერთაშორისო მოგზაური - 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები
- +

12 თებერვალი. 2024. 10:18

 

 

2023 წელს  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ აშშ დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

 

მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში  873 677 043 აშშ. დოლარი შეადგინა.  2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%.

 

გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.

 

2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.

 

გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა,  რაც 2019 წლის მონაცემის 91.9%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.

 

2023 წლის  ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71%-ით აღდგენაა.

 

2023 წლის IV  კვარტალში 1 013 891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93%-ით აღდგენაა.

 

 

big_banner
არქივი