logo_geo
European Best Destinations: დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი ბევრად გასაოცარი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკური ადგილია
- +

13 თებერვალი. 2024. 12:46

 

 

European Best Destinations-მა ბათუმი ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.

 

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ბათუმი, ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

 

„დაივიწყეთ ბარსელონა და ბერლინი, ბათუმი ბევრად გასაოცარი, ხელმისაწვდომი და ეგზოტიკური ადგილია.

 

აჭარის რეგიონი არაჩვეულებრივი ადგილია დასარჩენად და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო დასვენებას გთავაზობთ, როგორც მისაღები ფასებით, ასევე, ავთენტურობით. მთელი წლის განმავლობაში ქალაქში სუბტროპიკული და ნოტიო ჰავაა, გამოირჩევა გამწვანებითაც. ბათუმს მე-19 საუკუნის ბოტანიკური ბაღი აქვს და გარშემო სამი ეროვნული პარკით არის შემოსაზღვრული, რომლებიც UNESCO-ს სიაშია შესული“, - წერია სტატიაში.

 

 

 

big_banner
არქივი