logo_geo
ბიძინა ივანიშვილმა სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
- +

13 თებერვალი. 2024. 12:26

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 

ბიძინა ივანიშვილი ქაშვეთის ტაძარში მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

ქაშუეთის ტაძარში სოსო ჯაჭვლიანის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

 

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს დაკრძალავენ. სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიმსივნეს ებრძოდა.

 

 

big_banner
არქივი