logo_geo
პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა
- +

14 თებერვალი. 2024. 12:10

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს, შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.

 

 

big_banner
არქივი