logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: ის, რასაც ოპოზიცია წარმოადგენს, ქართველი ხალხისთვის მიუღებელია
- +

14 თებერვალი. 2024. 23:34

"ის, რაც დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, მიანიშნებს იმაზე, რომ რასაც ოპოზიცია წარმოადგენს, ის ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. ახლა ხდება ამ ყველაფრის შენიღბვა, შეფუთვა. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფასადი როგორც არ უნდა შეცვალო, შიგთავსი თუ ფუყეა, შედეგი მაინც ვერ იქნება," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ოპოზიციის პოპულარობის კლებაზე არჩევნების შედეგებიც მეტყველებს.

 

 

„ამის არგუმენტი არის ის, რომ წლიდან წლამდე მათი მხარდაჭერა იკლებს. 8 არჩევნები მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ანდო სახელმწიფოს მართვა. მეტიც, თუნდაც იმ კვლევებით, რომლებშიც ბევრია მანიპულირება, ყველა კარგად ხედავს, რომ არა მარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან კმაყოფილები მმართველი პარტიის პოლიტიკით, არამედ რეალურად ოპოზიციურ ამომრჩეველში იმსახურებს მოწონებას ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში ატარებს“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

big_banner
არქივი