logo_geo
ქართველ მოჭიდავესა და მსახიობს ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ
- +

20 თებერვალი. 2024. 11:01

 

 

ლეგენდარულ ქართველ მოჭიდავესა და მსახიობს ლევან თედიაშვილს დღეს დაკრძალავენ. სპორტის სასახლეში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი, 14:00 საათზე კი გამოსვენების ცერემონია გაიმართება.

 

ლევან თედიაშვილს საგარეჯოში დაკრძალავენ.

 

იგი 75 წლის ასაკში 17 თებერვალს გარდაიცვალა.

 

ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

 

ის იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილას და ღირსების ორდენის კავალერი. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულიც.

 

ლევან თედიაშვილმა მონაწილეობა მიიღო რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“, რომელშიც ყველასათვის საყვარელი პერსონაჟი გენიალურად განასახიერა. 

 

მას მთავარი როლი აქვს შესრულებული ლევან კოღუაშვილის დრამაში მეოთხე ბრაიტონი. ფილმის პრემიერა 2021 წლის დეკემბერში შედგა.

 

 

big_banner
არქივი