logo_geo
ნინო თანდილაშვილი შოვის სტიქიაზე: ვერანაირი დამცავი ჯებირი, ვერანაირი ნაგებობა 4 მილიონი კუბური მეტრის ღვარცოფს ვერ შეაკავებდა
- +

21 თებერვალი. 2024. 22:13

"ამ ტერიტორიაზე ჩვენ არ გვქონდა არანაირი წინასწარი ნიშნები იმისა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის პროგნოზი გაგვეკეთებინა, "- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

ადგილი არ ჰქონდა უხვ ნალექს, ადგილი არ ჰქონდა ხეობაში წყლის მასშტაბურ შეგუბებას. ვერანაირი დამცავი ჯებირი, ვერანაირი ნაგებობა 4 მილიონი კუბური მეტრის ღვარცოფს ვერ შეაკავებდა“, - აცხადებს თანდილაშვილი.

 

 

გამოქვეყნდა შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, რომელიც ადასტურებს ქართველი ექსპერტების მოსაზრებას, რომ შოვში ერთდროულად გააქტიურებულ რამდენიმე სტიქიურ მოვლენას, ვერანაირი განგაშის სისტემა თავიდან ვერ აგვაცილებდა.

big_banner
არქივი