logo_geo
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ირაკლი კობახიძესა და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრა პროდუქტიული იყო
- +

23 თებერვალი. 2024. 21:15

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდნენ. მედპერსონალის განცხადებით, შეხვედრა პროდუქტიული იყო, პრემიერმა მოისმინა არგუმენტები, დასვა კითხვები, კონსულტაციები კი ხვალ გაგრძელდება.

 

 

დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა, ხვალ 16:00 საათზე უკვე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

 

 

ყველა მტკივნეული საკითხი, რაც გვაწუხებდა და რისი თქმაც გვინდოდა, რა არგუმენტებიც გვქონდა, ყველამ აბსოლუტურად დაუფარავად მოვახსენეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი პირიდან გაიგო საწუხარი. ჩვენ ვუთხარით, რომ სანამ დემონტაჟი გადაწყდება, სანამ პროექტები და საქმიანი წინადადებები წამოვა, მანამდე შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შესახებ“, - განაცხადა ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა.

 

 

ძალიან ყურადღებით გვისმენდა, შეკითხვებსაც სვამდა. მე ვთვლი, რომ ის, რისი გაგებაც უნდოდა, ყველაფერი გაიგო. რა თქმა უნდა, ერთი შეხვედრის შემდეგ მაშინვე გადაწყვეტილებას ვერ გამოაცხადებდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის და ყველასთვის სასიკეთო“, - აღნიშნა ექიმმა, მალხაზ გოგუამ.

big_banner
არქივი