logo_geo
IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით გიგა კობალაძის განცხადებას ეხმიანება
- +

24 თებერვალი. 2024. 21:45

IPOA-ს ავტორთა საბჭო საქართველოს ხელოვანების სახელით კობალაძის მიერ შეტანილ განცხადებას ეხმაურება.

 

 

წერილში აღნიშნულია, რომ მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს.

 

 

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნით საავტორო ასოციაცია GCA-ის ანგარიშები დაყადაღებულია და მიმდინარეობს გამოძიება დიდი ოდენობით ავტორთა ჰონორარების მითხვისების და გაფლანგვის საქმეზე. როგორც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - გამოძიება კობალაძეს ავტორთა ჰონორარების გაფლანგვა-მითვისებას ედავება. საქართველოს ხელოვანები კი, საქმის გამოძიებისა და მათი კუთვნილი ჰონორარების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურისთვის კიდევ ერთ საჩივარს ამზადებენ, სადაც 500-ზე მეტი ავტორ-შემსრულებელი კუთვნილი ჰონორარების დაბრუნებას ითხოვს.

 

 

მოვლენების განვითარება ადასტურებს, რომ კობალაძე ცდილობს ავტორების ჰონორარების მითვისების ფაქტზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. მას შემდეგ, რაც GCA-ის ქონება და ანგარიშები დაყადაღდა, რაც დასაბუთებული ვარაუდით გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობის იყო, მან პოკურატურაში განცხადება (საჩივარი) შეიტანა, სადაც ითხოვს, ყოფილი ასოციაცია „გერას” შემოწმებას და რუსეთიდან დარიცხული თანხების შესწავლას.

 

 

კობალაძე ცდილობს მორალური და სამართლებრივი პასუხისმგელობის თავიდან აცილების მიზნით კვლავ შეცდომაში შეიყვანოს პროკურატურა და საზოგადოება. არაერთხელ თქმულა და კვლავ ვიმეორებთ, არ ვაპირებთ ჩვენი, ქართველი ხელოვანების ჰონორარები ოკუპანტ ქვეყანას დავუტოვოთ. დიახ, სწორედ ამიტომ აუცილებელია რუსეთის ასოციაციამ ჩარიცხოს ჩვენი კუთვნილი თანხა და არ დაიტოვოს ბოროტი მიზნებისთვის. იმავეს აკეთებდა თავის დროზე გიგა კობალაძე, თუმცა ის მალულად, ქეშად პირადად იღებდა ავტორების ჰონორარებს. სად იყო ამდენი წელი ბატონი კობალაძე, თუ ასეთი “მტკიცებულებები “ ჰქონდა ხელში ან რატომ არ მიმართა აქამდე პროკურატურას? ნათელია, რომ ფინანსური საგამოძიებო ინსპექციის შესვლისა და ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდგომ, შეშინდა და ახლა ყველანაირად ცდილობს, ტყუილებითა და ცრუ ბრალდებებით თავის გადარჩენას.

 

 

სანამ ბრალს სამართლებრივად წაუყენებენ და ყველა შეიტყობს მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, ვაცხადებთ, რომ გიგა კობალაძე, თავისი კორუფციული წარსულით, გაფლანგული ავტორების ჰონორარებითა და უსამართლო მმართველობით, დარჩა სრულიად მარტო. მეორე მხარეს, კი ვდგავართ საქართველოს ხელოვანები , “GERA”-ს, "GCA”-ს , “GNRA"-ის ავტორები , რომლებიც უკვე, ახალ პლატფორმაზე "IPOA”-ზე ვართ გაერთიანებულები. ასე, რომ რაც არ უნდა მოიგონოს კობალაძემ, სადაც არ უნდა იჩივლოს, ჭეშმარიტება ერთია და სამართალი გაიმარჯვებს. და ბოლოს, განსხვავებით GCA-ისგან, რომელსაც კობალაძე ერთპიროვნულას მართავდა - IPOA-ს მმართველ რგოლში ჩვენ თავად ვართ ავტორები - ავტორთა საბჭოს სახით და სწორედ ეს არის IPOA-ს მიერ ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების გამჭვირვალე სისტემის გარანტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ბრალდებას გიგა კობალაძის მისამართით , ავტორ - შემსრულებლები უკვე წლებია ავრცელებენ. სწორედ მათი საჩივრის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება თანხის გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო. ჩატარებული აუდიტის დასკვნით კი გაირკვა, რომ გიგა კობალაძეს ხელოვანებისთვის ჰონორარები გადასახდელი აქვს, დავალიანება კი, 14 მილიონი ლარია.

big_banner
არქივი