logo_geo
ფონიჭალაში 28 წლის ქალმა შეყვარებული დაჭრა
- +

23 მარტი. 2024. 20:19

ფონიჭალაში 28 წლის ქალმა შეყვარებული დაჭრა. არსებული ინფორმაციით, წყვილს შორის ჩხუბი სტუმრად ყოფნის დროს დაიწყო, რასაც კორპუსის ეზოში დაჭრა მოჰყვა.

 

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალმა 30 წლამდე პარტნიორს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. სამართალდამცავმა უწყებამ დამნაშავე უკვე დააკავა.

 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

big_banner
არქივი