logo_geo
„გარემოსდაცვითი მმართველის“ 2023 წლის კურსზე სასწავლო პროცესი დასრულდა
- +

1 აპრილი. 2024. 12:30

 

 

კურსის ფარგლებში 19 გარემოსდაცვითი მმართველი მომზადდა. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა გადასცა.

 

მონაწილეებმა კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისა და განახლების, ნარჩენების კლასიფიცირების, ნარჩენების მართვის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის, კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელებისა და ორგანიზების, კომპანიის თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო ცოდნა შეიძინეს.

 

სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს ნარჩენების ელექტრონულ სისტემაში ანგარიშგების უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის.

 

სასწავლო კურსის მონაწილეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.

 

აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას განახორციელებენ.

 

big_banner
არქივი