logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა
- +

2 აპრილი. 2024. 20:29

 

 

მაკა ბოჭორიშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის 15 სკოლის 30-მდე მოსწავლესთან საჯარო ლექცია გამართა.



შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა.



მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბერის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შექმნილ ახალ პერსპექტივებზე ისაუბრა.



შეხვედრისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დისკუსიის ფარგლებში, ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მოსწავლე-ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ინიციატივით ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველო და ევროკავშირის“ ფარგლებში იმყოფებიან.

 

 

big_banner
არქივი