logo_geo
კახა კახიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
- +

6 აპრილი. 2024. 14:19

 

 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ახალი პარტნიორების წარდგენისა და მუნიციპალიტეტებთან ერთად მიღწეული პროგრესის შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

კახა კახიშვილმა სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებითა და დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციის და თანამშრომლობის ხარისხის გაზრდით უნდა მოხდეს.

 

ღონისძიების მიზანი იყო ახალი პარტნიორების წარდგენა და მათთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება. კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ოფიციალურად გაფორმდა  თანამშრომლობის მემორანდუმი.  ღონისძიებაზე ახალი პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, საშუალება ჰქონდათ მიემართათ აუდიტორიისთვის და გაეზიარებინათ  მოლოდინები პარტნიორობის მიმართულებით.

 

ღონისძიებას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, საქართველოს დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართული ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დეცენტრალიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ.

 

big_banner
არქივი