logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ძალიან ვაფასებთ, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩვენი დიადი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს
- +

8 აპრილი. 2024. 20:57

 

 

„ჩემს უზბეკ კოლეგასთან ერთად, ქალაქ ტაშკენტში შოთა რუსთაველის მემორიალი ყვავილებით შევამკეთ", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ძალიან აფასებენ, რომ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა დიადი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს.

 

„ძალიან ვაფასებთ, რომ ქალაქ ტაშკენტის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ჩვენი დიადი პოეტის, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. აღნიშნული ფაქტი ჩვენ, ქართველ და უზბეკ ხალხებს შორის არსებული მეგობრობის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი