logo_geo
„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
- +

11 აპრილი. 2024. 20:12

 

 

„ქართული ოცნების“ ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დეპარტამენტის „სისხლის ბანკი და კლინიკური ტრანსფუზიოლოგია“  თანამონაწილეობით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე ესწრებოდა. 

 

დონაციის აქციის მიზანი სისხლის პროდუქტების მარაგის შექმნაში წვლილის შეტანა და აღნიშნული აქტივობის წახალისებაა. ღონისძიებაში „ქართული ოცნების” ისნის რაიონის ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ამავე რაიონის მცხოვრები 50 დონორი მონაწილეობდნენ. 

 

„ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ესაჭიროება სისხლის გადასხმა და ხშირად ეს პრობლემაა იმიტომ, რომ სისხლის ბანკებსა და საავადმყოფოებს სისხლის საკმარისი  რაოდენობა არ აქვთ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის დონაცია. ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს არ არის რთული პროცედურა, ხოლო საჭიროების მქონე პაციენტისთვის ჩვენ მიერ გაცემული სისხლი შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს“,  -  განაცხადა ნათია მოდებაძემ.

 

 

big_banner
არქივი