logo_geo
ლევან კობიაშვილი: ყველა მოთამაშეს სჭირდება ახლა სიმშვიდე, კონცენტრაცია და მზაობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიოთ
- +

12 აპრილი. 2024. 00:11

 

 

„მინდა, გიორგი ქოჩორაშვილს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო, ასევე, საბა კვირკველიას. ისიც ძალიან სამწუხარო იყო, რაც მის მიმართ ხდება. რაც დღეს მე ვნახე, აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი მოთამაშის მიმართ", - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა მოთამაშეს სჭირდება ახლა სიმშვიდე, კონცენტრაცია და მზაობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწიონ.

 

„მათ ძალიან კარგად იციან რომ ჩემი სახით, ჩვენი გუნდის სახით და მთლიანი ფეხბურთის ფედერაციის სახით, მათ ჰყავთ ის ადამიანები, ვინც ყოველთვის მათ გვერდში იქნებიან, დაეხმარებიან ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, რას იტყვის, რას დაწერს, უბრალოდ ესეც ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანმა თავისი დის შვილის ფოტო დადო და ამ ფოტოს აფრიალებენ და დაატარებენ, არ ვიცი სად არ აჩვენებენ, ამიტომ ასეთი ქმედებები მთლიანობაში აზიანებს ერთიანობას. ჩვენ ბოლო წლები ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ზუსტად ამ ერთიანობის, გუნდურობის შედეგია ის წარმატება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ნებისმიერ მოთამაშეს ამ გუნდში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშეს სჭირდება ახლა სიმშვიდე, კონცენტრაცია, მზაობა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, მერეც. არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან, არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან ამ ქვეყნის. ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ მათზე მეტად უყვარს ვინმეს ქვეყანა და ძალიან კარგად იციან, რას აკეთებენ, რა ნაბიჯს დგამენ და მთლიანობაში, რას მოუტანენ თავიანთი წარმატებით ჩვენ ქვეყანას“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი