logo_geo
მეუფე სტეფანე: დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ რამის კეთება
- +

21 აპრილი. 2024. 20:00

"დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ რამის კეთება, როდესაც ხედავ, რომ ისინი ღიად დგანან უფლის მხარეზე, ანუ ღიად აცხადებენ ერთგულებას უფლისა და ჩვენი ქვეყნისა, იქ უამრავი შემტევი არსებობს, თითის მქნეველი, როგორც ყოველთვის იყო", - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა განაცხადა.

 

„მანიპულირებენ ჩვენი ახალგაზრდობით - ნაწილით, ყველას ვერ დაიმონებ. ამუნათებენ ბავშვებს თუ არ გავიდნენ მათ მხარეზე. ასე ხდებოდა კომკავშირის დროს, როდესაც მყარდებოდა საბჭოთა ხელისუფლება, შემდეგ გადავიდნენ მოქმედებაზე, ანგრევდნენ ტაძრებს, კლავდნენ ღვთის მსახურებს და ხატებს ესროდნენ, ბოლო ეს იყო. ანტიქრისტიანული ხელისუფლების მოსვლა ამ ბავშვების ხელით იქნება ძალიან მძიმე ვითარება, არც უნდა დაუშვან“, - აღნიშნა მან.

big_banner
არქივი