logo_geo
სუსი: ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი
- +

22 აპრილი. 2024. 01:54

ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის საეჭვო არაფერია აღმოჩენილი, ამის შესახებ სუს-ში აცხადებენ. მათივე ცნობით, სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება.

 

მათი ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი. ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

big_banner
არქივი