logo_geo
ციცინო გაბიტაშვილი: საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტთა მუშაობა ჯეროვნად არ ფასდება
- +

10 დეკემბერი. 2016. 00:03


 

„ეკრანზე გამოჩენილი დიქტორები მხიბლავდნენ. თავიდან ამის გამო გადავწყვიტე ჟურნალისტობა. გარკვეული პერიოდი მამას ჩემი არჩევანი არ მოსწონდა, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამეთანხმა. თავადვე შემირჩია ადგილი, სადაც უნდა მესწავლა. ეს იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი, რომელიც არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა თუ ოპერატორმა დაამთავრა..."-იხსენებს ციცინო გაბიტაშვილი  ჩვენთან საუბრისას.


ამ პროფესიის არჩევით, ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე. სწორედ ჩემი პროფესიის დამსახურებით არაერთი ისტორიული მოვლენის მომსწრე და თვითმხილველი გავხდი. მხიბლავს, დილით სახლიდან რომ გადიხარ და დღის განმავლობაში არ იცი, სად აღმოჩნდები.

 

უბრალოდ, გული მწყდება, რომ საინფორმაციო სააგენტოების ჟურნალისტთა მუშაობა ჯეროვნად არ ფასდება. არადატელევიზიებისა თუ რადიოების ხერხემალი სწორედ საინფორმაციო სააგენტოებია. ტელევიზიების ჟურნალისტები ელოდებიან, მათ ჩართვებამდე სააგენტოებზე როდის დაიდება ინფორმაციები, რათა მათ უფრო გაუადვილდეთ ჩართვები.

 

ერთი პერიოდი ვაპირებდი კიდეც, სააგენტოების პოპულარიზაციისათვის რაიმე აქტივობა წამომეწყო. როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ სააგენოტოების მუშაობა ჯეროვნად არ ფასდება, ვგულისხმობ თუნდაც დაჯილდოებებს. არ მახსენდება  „ოქროს ფრთით" რომელიმე სააგენტოს თუნდაც ერთი ჟურნალისტი მაინც დაჯილდოებულიყო. ძირითადი აქცენტი ისევ და ისევ ტელევიზიებსა და რადიოებზე გადააქვთ. გარდა ამისა, სხვადასხვა თოქ-შოუებში ისევ ერთმანეთს იწვევენ, არც იქ მინახავს სააგენტოების ჟურნალისტები. არადა, სააგენტოებსაც ყავთ ლამაზი გოგონები, სიმპათიური ბიჭები. მათაც აქვთ საინტერესო ისტორიები, რომლებიც შეიძლება საზოგადოებისათვის საინტერესო იყოს.

 

მახსენდება ერთი ასეთი პროექტიც - მასმოდა. ისიც მახსენდება, როგორი აღტყინებით ემზადებოდნენ ჩვენი კოლეგები პოდიუმზე გასასვლელად. არც იქ იწვევდნენ სააგენტოებს. არ მინდა, ვინმემ ისე ჩათვალოს, რომ საკუთარ თავზე ვაპელირებ. ნამდვილად არა. უბრალოდ, ასეთი დიფერენცირება გულს მტკენს. თუკი მომავალში მაინც მოხდება ამ ყველაფრის გამოსწორება, ნამდვილად ბედნიერი ვიქნები."-აღნიშნავს გაბიტაშვილი.

 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1329


 

 

big_banner
არქივი