logo_geo
ნანული სარაჯიშვილი: საქართველოს ბატონი ჯანსუღის პოეზია დარჩა...
- +

ავტორი ნინი ჩოქური

9 ნოემბერი. 2017. 20:39



სახალხო პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.


პანაშვიდზე იმყოფებოდა მსახიობი ნანული სარაჯიშვილი. მან „რეპორტიორთან" საუბარში ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ „ჯანსუღ ჩარკვიანი საქართველოს დააკლდა".


„ძალიან გულდასაწყვეტია როდესაც ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან, მაგრამ საქართველოს ბატონი ჯანსუღის პოეზია დარჩა. სწორედ წეღან ვიხსენებდი, რომ  მასთან ყველა შეხვედრა იყო დიდი ზეიმი", - განაცხადა ნანული სარაჯიშვილმა.




 

big_banner
არქივი