logo_geo
ბაკურ სვანიძე: ორი დიპლომი მაქვს, მაგრამ ტაქსისტი არ ვარ
- +

14 დეკემბერი. 2016. 23:36



„პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. მეორედი პროფესია ჟურნალისტიკაა. ორი დიპლომი მაქვს, მაგრამ ტაქსისტი არ ვარ. პროფესია დამოუკიდებლად შევარჩიე..."-იხსენებს ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე „ქართულ აზრთან" საუბრისას.


„10-11 წლის ასაკში სტამბაში ვეხმარებოდი, შემდეგ 15 წლის ასაკში, ჩემს ბიძაშვილს, ფეხსაცმლის ცნობილი დიზაინერია, ვეხმარებოდი ფეხსაცმლის ძირების ნავთლუღის ბაზარზე გატანაში და ვყიდდი. გაყიდული თითოეული წყვილი ძირიდან, 20 კაპიკი ჩემი იყო. დაახლოებით ნახევარი წელი ვმუშაობდი.

 

პირველი ოფიციალური სამსახური იყო ჟურნალი „პირიმზე", სადაც კურიერად ვმუშაობდი, შემდეგ რუსულიდან ვთარგმნიდი. რაც შეეხება სერიოზულ სამსახურს, ეს იყო „დილის გაზეთი".  მაშინ, უკვე 20 წლის ვიყავი და გავხდი შტატიანი კორესპონდენტი.

 

მთელი ჩემი სამსახურებრივი საქმინობა შემოიფარგლება მედიით - ბეჭდვითი მედია სერიოზული განხრით და ტელევიზიები გასართობი განხრით, „ბუდარია" და ა.შ.

 

სხვათა შორის, შს სამინისტროშიც ვმუშაობდი, მაგრამ იქაც მედიის განხრით. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინსპექტორი ვიყავი. გადამდგარი პოლიციის ლეიტენანტი ვარ."



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:


http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1542

 

 

 

 


 

big_banner
არქივი