logo_geo
გიორგი ბარათაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ ტოვებს
- +

19 ნოემბერი. 2016. 01:13


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ცნობით,  „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს. მისი თქმით, ახლა წასვლისთვის საუკეთესო დროა, ახალი წელი იგეგმება და ახალი ადამიანი მოვა.


„ზოგადად, მე ძალიან დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ. ორშაბათს ვაპირებ ამ თემასთან დაკავშირებით ბორდთან დალაპარაკებას.


აქამდე იყო არჩევნები. წლის დასაწყისში მინდოდა წასვლა და უბრალოდ ვერ გავაკეთე. ახლა უკვე არის დრო იმის, რომ წავიდე", - აღნიშნა ბარათაშვილმა.


წასვლის კონკრეტულ მიზეზებზე ბარათაშვილი არ საუბრობს.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი