logo_geo
თბილისის გარეუბნებში თოვლჭყაპი დღის ბოლომდე შენარჩუნდება
- +

1 დეკემბერი. 2018. 13:33

 

თბილისის გარეუბნებში თოვლჭყაპი დაფიქსირდა და იგი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის თოვს კახეთში, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონში. დასავლეთ საქართველოში კი დღეს ქარის შესუსტდება.

 

ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.

 

2 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +10+15 გრადუსი იქნება.

 

3–4 დეკემბერს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდი იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი