logo_geo
მონაკოს პრინცესამ ქორწილი ჩაშალა - შარლოტამ, ბავშვის დაბადების შემდეგ, საქმროსთან დაშორება გადაწყვიტა
- +

3 იანვარი. 2019. 18:44

 

 

მონაკოს პრინცესას შარლოტა კაზირაგს და ფრანგ პროდიუსერ დიმიტრი რასამს შორის, რამდენიმე ხნის წინ განხეთქილება მოხდა.

 

ესპანური სააგენტო „HOLA!“-ს წყაროს ცნობით, წყვილმა, ბავშვის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.

 

ინფორმაცია მათი ურთიერთობის შესახებ, ჯერ კიდევ 2017 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი. ერთი წლის შემდეგ, შარლოტამ და დიმიტრიმ, რომელიც ცნობილი ფრანგი მსახიობის კაროლ ბუკეს ვაჟია, განაცხადეს, რომ დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადეს. 

 

31 წლის პრინცესასთვის ეს პირველი არ არის - 2015 წელს შარლოტა მსახიობ გად ელმალეჰს იმ დროს დაშორდა, როცა ქორწილის დღე უკვე დანიშნული ჰქონდათ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი