logo_geo
დავით ნარმანიამ რევაზ გაბრიაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის სიგელი გადასცა
- +

20 ნოემბერი. 2016. 02:39



თბილისის მერი, დავით ნარმანია და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს რევაზ გაბრიაძეს ეწვივნენ.


დავით ნარმანიამ რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის" სიგელი და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.


რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება წელს მიენიჭა, თუმცა თეატრისა და კინოს სახელგანთქმული რეჟისორი დაჯილდოების ცერემონიალის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა.


თბილისის მერი რეჟისორს ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.




 

big_banner
არქივი