logo_geo
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობას, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოიტანენ
- +

15 იანვარი. 2019. 14:15

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით რაოდენობას, სავარაუდოდ, ორშაბათს ჩამოიტანენ.

 

მისი თქმით, გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 3000 ვაქცინის ჩატარებისას პრიორიტეტი ორსულებს მიენიჭებათ, თუმცა ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

„ოქტომბერსა და ნოემბრის პირველ ნახევარში პოპულაციის 85% იცრება, დანარჩენი 15% კი არის რისკჯგუფი. ვაქცინაციის იმ რაოდენობაში, რასაც ჩვენ შემოვიტანთ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულები არიან ორსულები და მელოგინეები, თუმცა რეალური საჭიროებების მიხედვით განვსაზღვრავთ და არავინ არ დარჩება ისე, რომ ეს მნიშვნელოვანი ინტერვენცია სჭირდებოდეს და ვერ მიიღოს. კონტრაქტის მიხედვით, ორშაბათს ვაქცინის ჩამოსვლას ველოდებით“, - განაცხადა სერგეენკომ.

 

დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის გამწვავების შედეგად სამინისტროს მიერ დახარჯულ თანხებზეც ისაუბრა.

 

„ყოველი სეზონური გამწვავება ჩვენ დაახლოებით, 10 000 მილიონი ლარი გვიჯდება ხოლმე. „ტამიფლუს” შემთხვევაში ამას ერთი მილიონი ლარი ემატება. რაც შეეხება ვაქცინაციას, ალბათ მასზე 700 000 ლარი იხარჯება”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

big_banner
არქივი