logo_geo
რა მარკის ავტომობილებზეა საქართველოში ბოლო დროს მოთხოვნა და რა ვითარებაა საავტომობილო ბაზარზე
- +

1 თებერვალი. 2019. 03:38

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 598 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საერთო იმპორტის 6.6 პროცენტს შეადგენს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი რეექსპორტზე გადის მეზობელ და სხვა ქვეყნებში. გასულ წელს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 409 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის საერთო მაჩევენებლის 12,2%-ს შეადგენს. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 74%-ით არის გაზრდილი.

 

აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველო საავტომობილო ბიზნესის მიმართულებით რეგიონალური ჰაბია და ამ მიმართულებას სამომავლო განვითარების დიდი პერსპექტივაც აქვს. არსებობს პრობლემებიც, თუმცა საქმე წინ მიდის და საკმაოდ წარმატებითაც.

 

ცოტა ხნის წინ ბაზარზე გამოჩნდა ავტოპორტალი cardeal.ge, რომელმაც ამ საქმიანობის ერთ სივრცეში მოქცევა მოახერხა და ამით სფეროს განვითრებას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. როგორც cardeal.ge-ის მენეჯერი ზურაბ ბაკურაძე განმარტავს, ბოლო პერიოდში საქართველოში ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი გარკვეული მიზეზების გამო შემცირებული იყო. თუმცა გასულ წელს ამ პროდუქტმა საგარეო ვაჭრობაში მოწინავე პოზიცია დაიბრუნა.

 

რა შეფერხებები არსებობდა ავტომობილებით ვაჭრობის მიმართულებით და რამ განაპირობა ამ მიმართულების კვლავ ზრდა?

 

სხვადასხვა ქვეყნების რეგულაციების გამო შეფერხდა რეექსპორტი, რამაც ავტომატურად იმპორტის შემცირებაც გამოიწვია. მაგალითად, აზერბაიჯანმა აკრძალა ძველი ავტომობილების იმპორტი და საწვავზეც ევროსტანდარტი შემოიღო. მეორე მხრივ, თურქეთიც მიხვდა, რომ საკუთარი ბაზარი დასუსტდა საქართველოდან იმპორტის საფუძველზე და რეგულაციები ძალიან გაამკაცრა.

 

ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო საქართველოში საავტომობილო ვაჭრობის მიმართულებით გარდამავალი პერიოდი დადგა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის საკითხი, გააგრძელებდა თუ არა საქართველო ჰაბად ყოფნას. თუმცა როგორც ლოჯისტიკურად, ისე საკანონმდებლო კუთხით ეს მიმართულება ძალიან პოტენციურია და სწორედ ამიტომ საქართველომ შეძლო და ამ სექტორის კვლავ გაძლიერება დაიწყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებაში არ ერევა და თავისუფალი ბაზრის პრინციპები არსებობს. პოტენციალი კი საკმაოდ დიდია. ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ცენტრალურ აზიაში. ამ ქვეყნებში ახლა იწყება საავტომობილო ბუმი და საქართველოს შეუძლია ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები დაამყაროს. ასევე პოტენციურია უკრაინის ბაზარიც. ბაზარზე არსებული გარკვეული პრობლემები თუ მოგვარდება, აღნიშნული პოტენციალის ათვისება განსაკუთრებული წარმატებით მოხდება.

 

რა სირთულეები და პრობლემები არსებობს ამჟამად ქართულ საავტომობილო ბაზარზე?

 

ბაზარი არის ძალიან დანაწევრებული, რაც ნიშნავს რომ ბევრი მოთამაშეა, რომელსაც თვეში 5 ან 10 მანქანა ჩამოჰყავს. ასევე ძალიან დანაწევრებულია ავტომობილის ყიდვა-ტრანსპორტირების პროცესი. მასში ჩართულია დილერი, რომელიც აუქციონში მონაწილეობს, სატრანსპორტო კომპანია და კიდევ რამდენიმე რგოლი. საბოლოო ჯამში მყიდველისთვის ეს ყველაფერი ზედმეტ პრობლემებთან, დამატებით ფინანსებსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული.

 

სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად ჩვენი საიტი cardeal.ge და რომელიც ბაზრის კონსოლიდაციას ახდებს. ჩვენი მიზანია, რომ პროცესი გავხადოთ გამჭვირვალე და ყველაფერი ხელშეკრულების ფარგლებში მოხდეს, მყიდველს აღარ უწევს, რომ ვიღაცას ბრმად ენდოს. მიუხედავად ბევრი დადებითი მხარისა, ჩვენთვისაც არსებობს გარკვეული სირთულეები. მაგალითად, ის, რომ მომხმარებელი ჯერ კიდევ არ არის კარგად შეჩვეული ავტომობილის ონლაინ ყიდვას. ნდობის ფაქტორის გაჩენა ონლაინ სივრცეში არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. გვყავს კონსულტანტები და ოფისში კონსულტაციის მიღებაც შეუძლიათ მომხმარებლებს, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ სრული პროცესი ონლაინში გადავიტანოთ. მაქსიმალური გარანტიების მიცემით მომხმარებელში ნდობას ვაჩენთ.

 

ჩვენ ხარისხის ხარჯზე ფასების დაწევას არ ვახდენთ. უბრალოდ, ერთი ფანჯრის პრინციპით, ამოვაგდეთ შუა რგოლები და დამატებითი ხარჯები, აღნიშნულიდან გამომდინარე ფასი მნიშვნელოვნად დაბალი გამოდის.

 

ფიზიკური ავტობაზრობა რამდენად წარმატებით მუშაობს თუ უწევს თუ არა კონკურენციას ავტომობილების ონლაინ ყიდვას?

 

ადგილზე ჩამოყვანილ ავტომობილს ყოველთვის ეყოლება თავისი მომხმარებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში არჩევანი მეტად შეზღუდულია და ამიტომ ჩვენ კონკურენციას ვერ გვიწევს. ბაზრობისთვის მანქანის ჩამომყვანს მეტი რისკი აქვს, შეძლებს თუ არა მის გაყიდვას, ამიტომ შედარებით იაფფასიანი ავტომობილები ჩამოყავთ.

 

აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ავტომობილი მსოფლიოში აღარაა ფიზიკური ყიდვის პროდუქტი. ის ონლაინ საქონელი გახდა. ახლა ტრენდულია, რომ ახალ ავტომობილსაც ონლაინ ყიდულობენ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან ყიდვის შემთხვევაში მას ლიცენზირებული ინსპექტორი ამოწმებს. ინსპექტორმა კი მანქანის შემოწმება ბევრად უკეთ იცის, ვიდრე რიგითმა მყიდველმა.

 

რა არის საჭირო, რომ საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობა უფრო გაძლიერდეს?

 

ფინანსური სფეროს ჩართულობა და ავტოლიზინგის განვითარება. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ ეტაპზე ავტოლიზინგი ძალიან ძვირია და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არაა. არსებულ მდგომარეობაში მაღალი დაკრედიტება გასაგებიცაა. რადგან ბაზარი ძალიან დანაწევრებულია და ბევრი რგოლი მონაწილეობს მანქანის ჩამოყვანის პროცესში. თუმცა მთავარი ისაა, რომ მდგომარეობა იცვლება. ჩვენი საიტი, რაც ბაზრის კონსოლიდაციის საუკეთესო მაგალითია, მეტ გარანტიას შესთავაზებს ფინანსურ ინსტიტუტებს და დაკრედიტებაც შეიძლება გაიაფდეს.

 

ქართულ ბაზარზე როგორი ტენდენციები შეინიშნება? რა მარკისა და ტიპის ავტომობილებზეა მოთხოვნა?

 

ახალი რეგულაციების დაწესების შემდეგ, მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. უმეტესად 2010 და შემდეგ წლებში გამოშვებულ ავტომობილებს ყიდულობენ.

 

საქართველო ევროპული ქვეყანაა, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნები და გემოვნება ამერიკულს ემთხვევა. აქაური მომხმარებელი ფასის მიმართ მგრძნობიარეა და უმეტესად არჩევანს აკეთებს ამერიკიდან დაზიანებული ავტომობილის ჩამოყვანასა და აქ შეკეთებაზე. ამერიკაში შეკეთება საკმაოდ ძვირია, ამიტომ იქ არ უღირთ და დაზიანებულ მანქანებს იშორებენ. სწორედ ეს ავტომობილები მოდის საქართველოში. დღეს ქართული ბაზრის 70% ამერიკული მანქანებია.

 

გასაგებია, რომ ამერიკული მანქანები დაბალი ფასით გამოირჩევა. ევროპულ და იაპონურ ავტომობილებს როგორ დაახასიათებთ?

 

იაპონიაც ძალიან კარგი ბაზარია და ფასებით საკმაოდ კონკურენტულია, მაგრამ საქართველოში რეგულაციების შემოღების შემდეგ იაპონიიდან იმპორტი შემცირდა. ბაზრის იაპონურმა წილმაც ამერიკის მხარეს გადაინაცვლა. ისე კი იაპონიიდან ძალიან მოვლილი და ცოტა გარბენის მქონე მანქანები ჩამოდის. ძველი ავტომობილებია, მაგრამ იდეალურ მდგომარეობაში. ტრანსპორტირებაც უფრო იაფია. იაპონიიდან შეიძლება 2000 წლიანი მანქანა ჩამოვიდეს, მაგრამ ძალიან კარგ მდგომარეობაში.

 

ევროპიდან უფრო დიზელის, ახალი და ძვირადღირებული ავტომობილები შემოყავთ. ევროპის ქვეყნებში დიზელის ავტომობილები აიკრძალა და ეს ნაკადი სწორედ საქართველოსკენ მოდის.

 

მნიშვნელოვანია დუბაის ბაზარიც, რომელიც უფრო მაღალი კლასის, დაუზიანებელი ავტომობილებით ხასიათდება.

 

ჩვენ ახლო მომავალში ბაზას გავაფართოვებთ და დღევანდელი 60 000 ავტომობილიდან, 2 000 000-მდე ავალთ ევროპის, დუბაისა და იაპონიის ბაზრების დამატებით. კომპანიის მიზანია, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად მრავალფეროვანი, სანდო არჩევანი შესთავაზოს საიტის მეშვეობით. ასევე ყველა საჭირო სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით, დაწყებული ავტომობილის ადგილზე შემოწმებიდან, დამთავრებული მის ტრანსპორტირებამდე.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი