logo_geo
მეუფე იაკობი: მეუფე პეტრემ თქვა, რომ თითქოს მე მამალაძეს სპეცრაზმთან ერთად „ვაკაჩავებდი“
- +

5 თებერვალი. 2019. 17:16

 

თუ დეკანოზი მამალაძე აღიარებს იმას, რასაც აკეთებდნენ, მაშინ აუცილებლად მოვითხოვ მის შეწყალებას, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, თუკი აღიარებს“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა „რუსთავი 2“-ის ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  განაცხადა.

 

„თუ დეკანოზი მამალაძე აღიარებს იმას, რასაც აკეთებდნენ, მაშინ აუცილებლად მოვითხოვ მის შეწყალებას, ოღონდ თუკი აღიარებს. შიდა წრეში აღიაროს, რას აპირებდნენ. რომ შევიდე, მერე ათას რამეს დამაბრალებენ. შესული არ ვყოფილვარ და მეუფე პეტრე ორჯერ გამოვიდა სინოდზე და თქვა, რომ თითქოს მე, ბოდიში ამ სიტყვაზე და, მამალაძეს სპეცრაზმთან ერთად „ვაკაჩავებდი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

 

big_banner
არქივი