logo_geo
11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - ჯანმრთელობა, სიყვარული, ბიზნესი...
- +

11 თებერვალი. 2019. 12:23

გაინტერესებთ, რას გვირჩევენ ვარსკვლავები დღევანდელი დღის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

განათლებისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებულ ვერძებს წარმატებული დღე ელით. შესაძლოა, სასიამოვნო ცნობა მიიღოთ, რომელიც მიზნისკენ თქვენს სვლას დააჩქარებს. ნუ გარისკავთ და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. მიზნისკენ ნელი, მაგრამ დამაჯერებელი სვლა გამარჯვებამდე მიგიყვანთ.

 

კურო

ეს დღე თქვენი შემოქმედებითი წარმატების დასაწყისია. პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი წარმატება გელით. მუშაობა კარგ შედეგებს მოგიტანთ და უფროსობა თქვენს საქმიან თვისებებს ღირსეულად დააფასებს. ვარსკვლავები გირჩევენ, მომდევნო დღეების გეგმები და იდეები დროულად განახორციელოთ.

 

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი წინსვლა გელით. მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების შანსი არ გაქვთ. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციები ნელ-ნელა შემცირდება და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორიც თქვენ გსურთ. სიტუაციის თქვენთვის სასარგებლოდ შეცვლას მხოლოდ ტაქტითა და დიპლომატიურობით შეძლებთ.

 

კირჩხიბი

შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, რომელიც საინტერესო მოვლენებით იქნება სავსე. სამუშაო მოულოდნელად კარგ შედეგს მოგიტანთ. თქვენი სერიოზულობა და დისციპლინა უფროსობას შეუმჩნეველი არ დარჩება. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და საჭირო კონტაქტებს ადვილად ამყარებთ. გამორიცხული არაა, რომ ძველი მეგობრებისგან შეტყობინება მიიღოთ.

 

ლომი

ხელსაყრელი დღეა სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო ინფორმაცია, შეფის კეთილგანწყობა და პროგრესი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და სექსისთვის.

 

ქალწული

ბიზნესისა და კომერციის სფეროში ჩართულ ქალწულებს წარმატებული დღე ელით. სავაჭრო გარიგებები და სარისკო ოპერაციები სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი წინსვლა გელით. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და სექსისთვის.

 

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ინფორმაციისა და სამუშაო გამოცდილების გაცვლისთვის. პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლეები გელით. ამ დღეს შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ, თუმცა გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ისურვებდით.

 

მორიელი

ცვლილებების, გეგმების გაფართოებისა და აქტიურობის დღეა, რომელიც შეიძლება ზარალითა და დანაკარგით დაასრულოთ. თქვენი თამამი გადაწყვეტილებები შედეგს ვერ მოიტანს. იმის გამო, რომ უფროსების რჩევებს არ ითვალისწინებთ, ბევრი შეცდომა გელით. უბრალოდ, იმის დაჯერება არ გსურთ, რომ ისინი თქვენზე ჭკვიანები არიან.

 

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენები და უეცარი სიახლეები გელით. სასიყვარულო და სექსუალური კონტაქტები სიამოვნებას მოგიტანთ და საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ. იზრდება თქვენი მომხიბვლელობა. თქვენ ინდივიდუალური სტილი და ცხოვრებაზე განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. ეცადეთ, რომ პარტნიორი თქვენს აზრებს იზიარებდეს, თორემ მალე ურთიერთობა დასრულდება. გამორიცხული არაა, რომ ძველ ნაცნობებს შეხვდეთ.

 

თხის რქა

კომერციულ და ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ თხის რქებს წარმატებული დღე ელით. შესაძლოა, სასიამოვნო შეტყობინება ან მაცდური წინადადება მიიღოთ ერთობლივი საქმიანობის შესახებ. ნუ იჩქარებთ დათანხმებას - ამ საქმეს დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

 

მერწყული

აქტიური დღეა. მოსალოდნელია შეცდომები, რომლებიც გაიძულებთ, სამუშაოში თავით გადაეშვათ. საქმე თქვენგან დიდ ძალისხმევას, არასტანდარტულ ხედვასა და არაორდინარულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. განსაკუთრებული შესაძლებლობების წყალობით სამსახურებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. შესაძლოა, მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებიც თქვენს მოკავშირეებად არასოდეს მიგაჩნდათ.

 

თევზები

ეს დღე დანაკარგს განასახიერებს. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯი, ზარალი და ქურდობა. თქვენი დაბნეულობა და აპათია მდგომარეობას გაართულებს. გამორიცხული არაა, რომ ყოველდღიურმა საქმიანობამ გადაგღალოთ. განწყობას მეგობრების ან ახლობელი ადამიანის სტუმრობა გაგიუმჯობესებთ.

 

 

 

big_banner
არქივი