logo_geo
გაზაფხულზე გაიზრდება დიარეის შემთხვევები - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
- +

7 აპრილი. 2019. 00:30

 

ქვეყანაში კვლავ გრძელდება წითელას აფეთქება - ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა წითელას 3 ათასამდე შემთხვევა, რაც გასული წლის სრულ მონაცემებს ათასი ერთეულით აღემატება.

 

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა.

 

„ქვეყანაში კვლავ გრძელდება წითელას აფეთქება და მნიშვნელოვანია, რომ აიცრას ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის აცრილი. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიაქციონ თავის აცრის სტატუსს 20-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობამ. ამ ასაკში ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანები ავადდებიან და სწორედ ისინი ხდებიან უმთავრესად დაავადების შემდგომ გამავრცელებლები ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

ამასთან, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, მოსახლეობას ყურადღება მართებს გრიპსა და სხვა რესპირაციულ დაავადებებთან დაკავშირებით.

 

„მართალია, გასულ კვირაში გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ იყი რეგისტრირებული, თუმცა, სხვა რესპირაციული ვირუსებით ავადობენ ადამინები, განსაკუთრებით ბავშვები. აქ მნიშვნელოვანია ოთახების განიავებისა და ჰიგიენის რეჟიმის დაცვა ბავშვთა დაწესებულებებში.

 

ვიმედოვნებ, რომ ამინდების გამოსვლასა და დათბობასთან ერთად შემცირდება გარკვეულად რესპირაციული ინფექციების რაოდენობა, რომელიც ამჟამად ჯერ კიდევ არის.

 

დათბობასთან ერთად, გაზაფხულზე ან  შესაძლოა ზაფხულისკენაც გაიზრდება დიარეულ დაავადებათა რიცხვი. ამ შემთხვევაში საჭიროა თავის დასაცავად მოხდეს საკვებისა და სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი